1.
პროექტის სახელწოდება:
სიმეტრიული ფიგურები.
2.
პროექტის მთავარი
იდეა: მოსწავლეებს
შეეძლოთ სიმეტრიული ფიგურების აგება და ამოცანების ამოხსნა სიმეტრიის
გამოყენებით.
3.
პროექტის აქტუალობა: მოსწავლემ უნდა შეძლოს პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება.
შეძლოს მოცემული ღერძის
მიმართ მოცემული ფიგურის სიმეტრიული ფიგურის აგება.
4.
პროექტის მიზნები:
გავაცნოთ მოსწავლეებს რეალური ცხოვრებიდან სიმეტრიული ფიგურების დასახელება.
სიმეტრიული ფიგურის სიმეტრიის ღერძის დაფიქსირება და მისი პრაქტიკული უნარის განვითარება.
5.
მონაწილეთა ასაკი: 14 წლის.
6.
ვადები/ხანგრძლივობა: 2დღე.
7.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: მოდელები, რომელიც დამზადდა, დაიხაზა საჭირო ფიგურები თავის სიმეტრიის
ღერძებთან ერთად. ასევე გამოიჭრა პეპელა რომელიც დაგვეხმარა მიზნის მიღწევაში.
8.
პროექტისთვის საჭირო
ძირითადი რესურსები: ქაღალდის ფურცელი,
მაკრატელი,
სახაზავი,
დაფა,
ცარცი.
9.
პროექტის მსვლელობა:
აუცილებელია მოდელების
ჩვენება: მართკუთხედი,
კვადრატი, წრე და ა.შ. მოდელები დამზადდა,
დაიხაზა საჭირო ფიგურები თავის სიმეტრიის ღერძებთან ერთად, სადაც ადვილად შეიმჩნევა რომ:
1)
სიმეტრიის ღერძი ფიგურას
ორ ტოლ ნაწილად ყოფს, რომლებიც სიმეტრიის ღერძზე გადაკეცვისას ერთმანეთს შეუთავსთდებიან.
2)ფიგურას შეიძლება
ჰქონდეს ერთი, ორი, სამი და ა.შ.უსასრულო რაოდენობისაც კი სიმეტრიის ღერძი.
3)ფიგურის სიმეტრიის ღერძს არ
წარმოადგენს ყოველი წრფე, რომელიც ფიგურას ორ ტოლ ნაწილად ყოფს. ამის მაგალითად გამოდგება
მართკუთხედის დიაგონალი.
10.
საგნებთან/საგნობრივ
ჯგუფთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
პროექტი პასუხობს ეროვნული სასწავლო გეგმის იმ სტანდარტებს რომლის
მიხედვითაც მოსწავლეებმა უნდა შეძლონ გეომეტრიული გარდაქმნების განხორციელება და მათი
გამოყენება ფიგურათა თვისებების დასადგენად.
12.
პროექტის ხელმძღვანელი/მასწავლებელი/:
ლია მდინარაძე.
13.
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: mdinaradzelia6@gmail.com
No comments:
Post a Comment