გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის გეგმა _ სამკუთხედის შიგა კუთხეების ჯამი

გაკვეთილის მთავარი თემა
სამკუთხედის შიგა კუთხეების ჯამი
საგანი/პედაგოგი
მათემატიკა/ლია მდინარაძე.
სწავლების საფეხური/კლასი
საბაზო საფეხური/   VII კლასი
მოსწავლეთა პროფილი
16 მოსწავლე/განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლე არ არის.
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
·         განსახილველი თემის შესწავლით მოსწავლეები აღმოაჩენენ სამკუთხედის თვისებას/სამკუთხედის შიგა კუთხეების თვისების შესახებ/ მოდელებზე მანიპულაციების საშუალებით, დაასაბუთებენ დებულებებს ამ თვისების შესახებ სხვადასხვა ხერხის გამოყენებით.
გაკვეთილის მიზანი და მისაღწევი შედეგები
·         მოსწავლე გაიწაფოს ამოცანის კონტექსტის შესაბამისად გეომეტრიულ ობიექტთა გამოსახვაში.
·         ჩამოუყალიბდეს კრიტიკული აზროვნება , მსჯელობისა და დასაბუთების  უნარი.
·         შედეგი თვალსაჩინოა თვალსაჩინოა თუ მოსწავლე პასუხობს კითხვებს:
·         შეიძლება  თუ არა ფიგურის თვისების აღმოჩენა მისი მოდელის გამოყენებით?
·         შესაძლებელია თუ არა საზომი ხელსაწყოების გამოყენებით ფიგურის თვისების შესახებ ვარაუდის გამოთქმა?
·         დებულების სამართლიანობის დადგენის რომელი ხერხი მიგაჩნიათ უფრო სარწმუნოდ, ზემოთ ჩამოთვლილი თუ დასაბუთების გზით მიღებული?                                            
წინარე ცოდნა
სამკუთხედების კლასიფიკაცია კუთხეების მიხედვით.
შეფასების საგანი და პროცედურები
მოსწავლეები ფასდებიან წინასწარ  შედგენილი  შეფასების  სქემის  საშუალებით, /ჩართულობა, დამოუკიდებელი  მუშაობა, პრეზენტაცია/
გამოყენებული სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსი
სახელმძღვანელო, დიდი ზომის  ქაღალდი, ფერადი ფურცლები, სახაზავი, ტრანსპორტირი, ფანქარი, წებო,ცარცი.
გაკვეთილის მსვლელობა და მენეჯმენტი
გაკვეთილის A ფაზა _ გამოწვევა

აქტივობა 1 _ მისალმება 1წთ.
აქტივობა 2 _ გაკვეთილი  იწყება საშინაო დავალების ანალიზით   5წთ.

გაკვეთილის B ფაზა _ ცოდნის კონსტრუირება

აქტივობა 3. _ მასწავლებელი  თხოვს  მოსწავლეებს  გაიხსენონ შესწავლილი მასალა კუთხეების შესახებ: განსაზღვრება, კლასიფიკაცია, თვისებები, კუთხეთა ჯამი და მისი თვისებები.   5წთ.

გაკვეთილის C ფაზა - რეფლექსია.

აქტივობა 4. _ შემდეგ  კლასს  დაყოფს  ოთხ  ჯგუფად. ორი ჯგუფის დავალება  სხვადასხვა  სახეობის სამკუთხედების მოდელების  გამოყენებით./მაგ:ერთმანეთზე  მიდგომით  გამოთქვას  ვარაუდი  სამკუთხედის შიგა  კუთხეების  შესახებ და  მოახდინოს  თავისი  ვარაუდის  სამართლიანობის  დემონსტრირება/.
·         დანარჩენ  ორ  ჯგუფს ვყოფთ  წყვილებად, თითოეულ  წყვილს  ეძლევა  დავალება  გამოიყენოს  ტრანსპორტირი, გაზომოს  და  აღრიცხოს  სხვადასხვა  სახეობის  სამკუთხედების  კუთხეები  და  ამის  საფუძველზე  გამოთქვას  ვარაუდი  სამკუთხედის  შიგა  კუთხეების  ჯამის  თაობაზე/სხვადასხვა  ჯგუფს  გამოსაკვლევად  შეიძლება  მივცეთ  სხვადასხვა  სახეობის  სამკუთხედი/.
                                                   10წთ.
აქტივობა 5. _ ოთხივე  ჯგუფი  ახდენს  თავისი  ნამუშევრის  პრეზენტაციას. _ 8 წთ
აქტივობა 6._ ამის  შემდეგ  მასწავლებლის  დახმარებით მოსწავლეები  კუთხეების  შესახებ  მათთვის ცნობილ  დებულებებზე  დაყრდნობით  ამტკიცებენ  დავალებას.  _  8 წთ.
აქტივობა 7. _ შემდეგ  იმართება  დისკუსია, თუ  რომელი  ხერხია  იოლი  და  რომელი  სარწმუნო. 5 წთ.
აქტივობა 8. _ მასწავლებელი  საშინაო  დავალებად  აძლევს მოსწაავლეებს  დაადგინონ  სამკუთხედის  კუთხეებიდან  დაკავშირებული  რომელიმე  დებულება/მაგ:გარე  კუთხის  თვისება/ _ 2 წთ.
აქტივობა 9. შეფასება. 1 წთ.

No comments:

Post a Comment